in

ნაპოლი და ხვიჩა ხელფასზე ვერ თანხმდებიან: ფეხბურთელს შეთავაზებულზე ორჯერ მეტი უნდა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ხელფასის ამბავს ვერა და ვერ დაადგა საშველი და, როგორც ჩანს, ცოტა კიდევ გაიწელება. რამდენი ხანია უკვე ახალ პირობებზე მუშაობენ, მაგრამ ჭირს შეთანხმება, რადგან შეთავაზებასა და მოთხოვნას შორის დიდი სხვაობაა. მოკლედ, იტალიური პრესა ისევ მიუბრუნდა ამ თემას. ირკვევა, რომ „ნაპოლის“ შეთავაზება წლიური 3-4 მილიონი ევროა, ხოლო ფეხბურთელის წარმომადგენლები 7 მილიონს ითხოვენ.

ამჟამად, როგორც ცნობილია, ხვიჩას ხელფასი კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და 1.2 მილიონია.

ამ შეუთანხმებლობის გამო ამ ეტაპზე ახალი კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელია. ისე კი, მოქმედი ხელშეკრულებით კვარაცხელია „ნაპოლისთან“ 2027 წლამდეა დაკავშირებული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი მსოფლიო სოცქსელებში პირველია

ფოტო: საზონოვმა იტალიელები გადარია – ქართველი ფეხბურთელი ტრამვაით დადის