in

ქმრების მაღალი ხელფასის გამო, დიდი ფასის გადახდა ჩვენ გვიწევს: ცოლებს არაბეთში აბულინგებენ – წადით, წესივრად ჩაიცვით

საუდის არაბეთში მოთამაშე ფეხბურთელების ცოლებმა ქვეყანაში ცხოვრების სირთულეებზე ისაუბრეს.

რამდენიმე ქალბატონი ანონიმურობის მკაცრი დაცვის პირობით Daily Mail-ს გამოუტყდა, რომ მათ საჯაროდ აყენებდნენ შეურაცხყოფას, უსტვენდნენ და მაღაზიებსა და რესტორნებში შესვლასაც უკრძალავდნენ იმის გამო, თუ როგორ ეცვათ. რამდენიმე მათგანი საერთოდ ამ ქვეყანაში დარჩენის მიზანშეწონილობაზე დაფიქრდა.

მიუხედავად ქმრების უზარმაზარი ხელფასებისა, ცოლები გარიყულად გრძნობენ თავს. ისინი შეშფოთებული არიან და პოტენციურ საფრთხეზეც შიშობენ თუ ნემეტნავად დასავლურად მოიქცევიან.

„ჩასული ქალებისთვის ძალიან ძნელია, განსაკუთრებით თუ ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ არასათანადოდ გაცვიათ. ერთხელ იმის გამო მიყვირეს, რომ ჩემი მხრები და ფეხების ნაწილი ჩანდა. სიცხის მიუხედავად, ვერ ვიცმევთ შორტებს, სანაპიროზეც კი. ასე თუ გააკეთებთ, ხალხი ზიზღით გიყურებთ. ეს ძალიან საშიშია“, – თქვა ტიპური აზრი ერთ-ერთმა გოგონამ.

„სავაჭრო ცენტრში არ მიშვებდნენ, რადგან ჩემი ხელები და მხრები არ იყო დაფარული. მითხრეს მაშინ დავბრუნებულიყავი, როდესაც სათანადოდ ჩავიცმევდი. ზოგჯერ ქალები შეურაცხმყოფელ შეძახილებს არ ერიდებიან“, – ამბობს მეორე.

„აქ ჩვეულებრივ ვერ მოიქცევით, როგორც დასავლეთში. სულ ფხიზლად უნდა იყო, როდესაც სადმე გადიხარ, ამიტომ როგორც წესი არსადაც არ დავდივართ“, – მოჰყვა მესამე.

„ჩვენი ქმრები შესაძლოა ფანტასტიკურ ხელფასს იღებენ, მაგრამ ჩვენ ამისთვის მაღალ ფასს ვიხდით“, – ამბობს კიდევ ერთი შეწუხებული ცოლი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახლა ინგლისში ყველაზე კარგი სალაჰია

ზურიკომ გაიტანა და ბორდოს მოაგებინა