in

მიქაუტაძეს ნიცაში ბევრი არაფერი გამოუვიდა: მეცმა ისევ წააგო

გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ „ნიცას“ ესტუმრა და გვარიანად კი გაუძალიანდა, მაგრამ მაინც წააგო – 0:1.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. არც თუ სანახაობრივ შეხვედრაში მიქაუტაძე აქტიურობდა, პირველ ტაიმში კი ორჯერ ჰქონდა დარტყმის შანსი, მაგრამ მცველებმა არ აცალეს.

ერთადერთი გოლი საკურორტო ქალაქის გუნდმა პენალტით 77-ე წუთზე გაიტანა.

მიქაუტაძის შეფასებებია: flashscore – 6.3, sofascore – 6.2, whoscored – 5.8.

ნიცა – მეცი 1:0
გოლი: გესანი (77, პენ)

19 ტურის შემდეგ „მეცი“ 16 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში მყოფ „ლიონს“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჯობნის. 14-ქულიან „კლერმონს“ კი ტურის მატჩი დღეს უწევს და თუ მოიგო, „მეცი“ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდება.
მომდევნო ტურში „მეცი“ 4 თებერვალს ბოლო ადგილოსან „ლორიენს“ უმასპინძლებს. ზედიზედ 5 წაგების შემდეგ, „მეცმა“ ეს თამაში უსათუოდ უნდა მოიგოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გინდა მსოფლიო, გაიარე ავსტრია: საქართველოს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს – მხოლოდ ორი მატჩი და ერთი მეტოქე

მანდ არ წავალო: ბორდომ დავითაშვილზე სარფიანი წინადადება მიიღო, ზურიკო წინააღმდეგია