in

გინდა მსოფლიო, გაიარე ავსტრია: საქართველოს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს – მხოლოდ ორი მატჩი და ერთი მეტოქე

2025 წლის იანვარში ხორვატია, დანია და ნორვეგია ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებენ. მედლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ რაუნდში ასპარეზობის უფლება უკვე მოიპოვეს მასპინძელმა ქვეყნებმა, ასევე, ევროპის ჩემპიონატის სამმა საუკეთესო გუნდმა – საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა.

27 იანვარს გერმანულ კიოლნში წილისყრამ გამოავლინა მომავალი მსოფლიოს პირველობის შესარჩევი ტურნირის 11 წყვილი, რომლებიც ფინალური საგზურისთვის იბრძოლებენ. საუკეთესოების ვინაობას ორმატჩიანი დუელი გაარკვევს.

საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები, რომელმაც წლეულს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსინჯა ძალები და ბოსნიასთან ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა, გათამაშებაში დასკვნითი ეტაპიდან (ფლეი ოფიდან) ჩაერთვება და ავსტრიას დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა ევროპის ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა. ჩვენი გუნდი მეტოქეს პირველ მატჩში 8-9 მაისს თბილისში უმასპინძლებს, განმეორებითი შეხვედრა კი ავსტრიაში 11-12 მაისს გაიმართება.

ვახტანგ მეიფარიანი, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
„ავსტრია ძლიერი გუნდია, რაც ამ ევროპის ჩემპიონატმაც დაამტკიცა – უკანასკნელ ტურამდე ინარჩუნებდა ნახევარფინალში გასვლის შანს. ავსტრიელებმა ფრედ ითამაშეს ისეთ გრანდებთან, როგორებიც არიან ესპანეთი, ხორვატია და გერმანია, მოუგეს უნგრეთს. მომავალი ორთაბრძოლებისთვის მზადებას ახლავე დავიწყებთ, ბიჭების დიდი იმედი გვაქვს. ვეცდებით ქართველი გულშემატკივარი ისევ გავახაროთ. თბილისურ მატჩში მათს მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ექნება“.

წილისყრის შედეგები:

საქართველო – ავსტრია
ფინეთი VS ლიეტუვის გამარჯვებული – უნგრეთი
ბელგია VS იტალიის გამარჯვებული – მონტენეგრო
საბერძნეთი – ნიდერლანდები
რუმინეთი – ჩეხეთი
ესპანეთი – სერბეთი
ფარერის კუნძულები – ჩრდილოეთი მაკედონია
სლოვენია – შვეიცარია
პორტუგალია – ბოსნია-ჰერცეგოვინა
ისლანდია – ესტონეთი VS უკრაინის გამარჯვებული
პოლონეთი – სლოვაკეთი VS ისრაელის გამარჯვებული

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის 13 ქულა, 10 მოხსნა და მოგება ბრძოლაში

მიქაუტაძეს ნიცაში ბევრი არაფერი გამოუვიდა: მეცმა ისევ წააგო