in

ვიდეო: შერმადინის 13 ქულა, 10 მოხსნა და მოგება ბრძოლაში

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მე-20 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „მურსიას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 75:73 გაიმარჯვა. წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა ცენტრმა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა.

შეხვედრის პირველი ტაიმი „ტენერიფემ“ 7-ქულიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ტაიმი უფრო აქტიურად „მურსიამ“ დაიწყო და ბოლო მეოთხედის წინ ერთი ქულით წინ გავიდა, თუმცა უკანასკნელ მეოთხედში მასპინძლებმა ტემპს მოუმატეს და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი შერმადინმა „ტენერიფეს“ რიგებში მოედანზე 26:46 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ თამაშიდან 10-ჯერ ისროლა, საიდანაც 5 სროლა ზუსტი იყო, მან ასევე 4 დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნორმალური ცხოვრება მინდა, სანამ ძალიან ბებერი არ ვარ: სად წავა კლოპი – ბუქმეკერებმა ახალი სამსახური უკვე ჩამოწერეს

გინდა მსოფლიო, გაიარე ავსტრია: საქართველოს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს – მხოლოდ ორი მატჩი და ერთი მეტოქე