იტალიაში უკვე საკმაოდ არიან ქართველი ფეხბურთელები. ისე მოხდა, რომ ძირითადად მცველები (საზონოვი, გელაშვილი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი). არ არის გამორიცხული მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. საქართველოს ნაკრების სტაჟიანი მცველი ოთარ კაკაბაძე პოლონეთში თამაშობს, მაგრამ შესაძლოა ლუკა ლოჩოშვილის თანაგუნდელი გახდეს „კრემონეზეში“.
ამ შესაძლო ტრანსფერზე პოლონური პრესა წერს.
28 წლის კაკაბაძეს „კრაკოვიასთან“ კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ მისი სამსახურით სერია A-ში გადასვლისთვის მებრძოლი „კრემონეზე“ დაინტერესდა და ფეხბურთელსაც აინტერესებს ეს ვარიანტი.
ნაკრებში 58-მატჩიანი კაკაბაძე „კრაკოვიაში“ 2021 წელს გადავიდა. 61 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მიმდინარე სეზონში ქართველმა მცველმა 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ბოლო მატჩში კი გუნდის კაპიტანიც იყო.
„კრაკოვია“ ჩემპიონატზე მე-13 ადგილზეა , ხოლო „კრემონეზე“ სერია B-ში მე-3 პოზიციაზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings