ცნობილი გახდა 2024 წლის NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის პირველი ხუთეულები.
დასავლეთ კონფერენცია:
ლებრონ ჯეიმსი („ლეიკერსი“), ნიკოლა იოკიჩი („დენვერი“), კევინ დურანტი („ფინიქსი“), ლუკა დონჩიჩი („დალასი“), შეი გილჯეს-ალეკსანდერი („ოკლაჰომა“).
აღმოსავლეთ კონფერენცია:
იანის ადეტოკუმბო („მილუოკი“), ჯოელ ემბიდი („ფილადელფია“), ჯეისონ ტეიტუმი („ბოსტონი“), ტაირიზ ჰალიბერტონი („ინდიანა“), დემიან ლილარდი („მილუოკი“).
ლებრონ ჯეიმსისთვის ეს მე-20 გამოძახებაა, ამით მათ ლეგენდარულ კარიმ აბდულ-ჯაბარს გადაასწრო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა ამ მაჩვენებლით NBA-ის ისტორიაში.
სასტარტო ხუთეულები გულშემატკივრების, მოთამაშეებისა და მედიის ხმის მიცემის საფუძველზე შედგა. ამასთან, საბოლოო დათვლისას 50% ქომაგების არჩევანს ენიჭებოდა და 25% კალათბურთელებისა და ჟურნალისტების.
პირველ ადგილზე გასული ჯეიმსი დასავლეთის გუნდის კაპიტანი იქნება (გულშემატკივრების 5 098 872 ხმა), ადეტოკუმბო კი აღმოსავლეთში აღმოჩნდა პირველი (5 427 874 გულშემატკივრების ხმა).
ეს ყველა ვარსკვლავის 73-ე შეხვედრაა.
NBA-მა კი ყველა ვარსკვლავის მატჩის სათამაშო ფორმის დიზაინი წარადგინა.
თამაში 18 თებერვალს, ინდიანაპოლისში ჩატარდება.
GIPHY App Key not set. Please check settings