in

ბარსელონამ ყიდვა-გაყიდვა არ იცის: ამ გუნდებმა ყველაზე მეტი ფული დაკარგეს

CIES-მა დაასახელა კლუბები, რომლებმაც სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მეტი ფული დაკარგეს ბოლო 10 წელიწადში.

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა დაითვალა, რომ 2014-დან 2023 წლამდე პერიოდში „ბარსელონამ“ 1244 მლნ ევროს ფეხბურთელები იყიდა და 613 მლნ-ის გაყიდა. ეს ყველაზე უარესი შედეგია მსოფლიოში.

საკუთარი აღსაზრდელების გაყიდვა არ მიიღება მხედველობაში, მხოლოდ იმ ფეხბურთელებზეა საუბარი, რომლებიც სხვა გუნდებიდან გადავიდნენ.

ტოპ 15 ასეთი გამოვიდა.:

  1. „ბარსელონა“ (სატრანსფერო ბაზარზე შემოსავლებსა და გასავალს შორის სხვაობა – მინუს 631 მლნ ევრო).
  2. „ჩელსი“ (-483).
  3. „არსენალი“ (-436).
  4. პსჟ (-410).
  5. „მანჩესტერი“ (-328).
  6. „მილანი“ (-298).
  7. „ასტონ ვილა“ (-256).
  8. „ევერტონი“ (-251).
  9. „ლივერპული“ (-249).
  10. „იუვენტუსი“ (-219).
  11. „კრისტალ პალასი“ (-207).
  12. „რეალი“ (-199).
  13. „ტოტენჰემი“ (-190).
  14. „ვესტ ჰემი“ (-183).
  15. „ინტერი“ (-168).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთელების გადაყიდვით ყველაზე მეტად ლილმა იხეირა: როგორია ტოპ 10

ფოტო: აფრიკის თასის მთავარი მშვენება – იქაური ქალბატონი ფანები