საქართველოს ნაკრები ორი დღეა ერთა ლიგის პირველი მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება. გიბრალტართან მატჩამდე თბილისის ზღვის ბაზაზე ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა. დღეს 1 ივნისს ჩვენი გუნდი „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს. ჩვენ გუნდამდე გიბრალტარის ნაკრების ივარჯიშებს.
საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ საბა ლობჟანიძემ და ბუდუ ზივზივაძემ სადებიუტო მატჩის შესახებ ისაუბრეს.
საბა ლობჟანიძე:
“ერთი კვირაა შეკრებაზე ვართ, რაც ძალიან კარგია შეთამაშებისთვის. ისიც კარგია, რომ თბილისში ვბრუნდებით სანაკრებო პაუზის დასკვნითი მატჩის ჩასატარებლად და გულშემატკივრების მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს.
ვემზადებით გიბრალტართან მატჩისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აუცილებელია, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტ გოლს გავიტანთ, უკეთესი იქნება ჩვენი თავდაჯერებისთვის. ასეთი კალენდარი ნებისმიერი გუნდისთვის საკმაოდ რთულია, თუმცა, ამავდროულად, გამოწვევაა. სწორედ ამიტომ ვართ შეკრებაზე 29 ფეხბურთელი და სასიხარულოა, რომ მწვრთნელებს დიდი არჩევანი აქვთ სხვადასხვა პოზიციაზე”.
ბუდუ ზივზივაძე:
“ოთხი თამაში გვაქვს 10 დღეში და მნიშვნელოვანი იქნება, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიყოთ. ერთა ლიგის ახალ სეზონს გიბრალტართან მატჩით ვიწყებთ და გვმართებს, რომ გავიმარჯვოთ. ეს თავდაჯერებისთვის კარგი იქნება და მომდევნო თამაშებშიც დაგვეხმარება”.
2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00
5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45
9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45
12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00
23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00
26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45
GIPHY App Key not set. Please check settings