in

ბუდუ ძირითადში იყო და მოიგო, მიქაუტაძემ დუბლი და პასი გააკეთა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგა განახლდა და ითამაშა „კარლსრუემ“, რომელმაც აუტსაიდერი „ოსნაბრუკი“ მიიღო და 2:1 მოუგო.

მე-18 ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. ჩვენიანს ამჯერად შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

საინტერესოა, რომ დიდთოვლობის გამო მატჩი ჩაშლის პირას იყო, სტადიონზე მოედნის საფარი შეძლებისდაგვარად მოაწესრიგეს, თუმცა გაზონი მძიმე იყო და ფეხბურთელებს სწრაფად თამაში უჭირდათ.

„კარლსრუემ“ 18 ტურის შემდეგ 24 ქულა დააგროვა (ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა), მე-9 ადგილზეა და პლეი ოფის ზონაში მყოფ „ჰამბურგთან“ ჩამორჩენა შვიდ ქულამდე შეამცირა. „კარლსრუე“ 28 იანვარს სტუმრად სწორედ „ჰამბურგს“ შეხვდება.

სათასო მატჩებით გამოწვეული პაუზა გამოიყენა და ამხანაგური მატჩი ითამაშა „მეცმა“, რომელიც ლუქსემბურგის „ესპერანჟს“ შეხვდა და 4:1 აჯობა.
გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლები გაიტანა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც 59-ე და 75-ე წუთებზე (პენალტით) გამოიჩინა თავი. ქართველის ფორვარდის ანგარიშზე საგოლე პასიცაა.
„მეცს“ 27 იანვარს აქვს რთული მატჩი ჩემპიონატში, სტუმრად ერთ-ერთ ლიდერ „ნიცას“ ეთამაშება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს ის დღეა… რა ანგარიშით უნდა მოიგოს “შავმა ლომმა”

სიტიმ წლის ჯილდოები მოკრიბა: საუკეთესო ფეხბურთელი ჰოლანდია – Globe Soccer Awards-ის ყველა გამარჯვებული