პსჟ მზადაა კილიან მბაპეს წლიურად 100 მლნ ევრო გადაუხადოს.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თუ საკითხი ფულშია, როგორც ამას დედამისი ამბობს, მაშინ პსჟ კონკურენციის გარეშეა. პსჟ-მ 4 წელიწადში 400 მლნ ევრო შეთავაზა.
თუ დოკუმენტურ ფილმ Envoyé Spécial-ს ვენდობით, ამჟამად კილიანი 100 მლნ ევროს შოულობს შემოსავლის ყველა წყაროს გათვალისწინებით, რეკლამის ჩათვლით. პსჟ მზადაა შეთავაზოს 100 მლნ ხელფასის სახით“, – განაცხადა სტეფან გიმ, რომელიც RMC Sport კომენტატორი და გადაცემა After Foot-ის წამყვანია.
თავად მბაპე კი მის ხელფასს გადამეტებულად არ მიიჩნევს.
„მართალი გითხრათ, ზუსტად არც ვიცი რამდენს ვშოულობ. 12 წლის ასაკშიც ვფიქრობდი, რომ ფეხბურთში ძალიან ბევრი ფულია.
მე ვიმსახურებ ამ ფულს. მე არავის არაფერს ვპარავ. ასეა სამყარო მოწყობილი.
ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი გავხდებოდი“, – თქვა პსჟ-ს თავდამსხმელმა გადაცემაში Envoyé Spécial.
GIPHY App Key not set. Please check settings