გოგა ბითაძე ორლანდოს სასტარტო ხუთეულში მყარად ჩაჯდა. ვენდელ კარტერი, რომელიც გუნდის სასტარტო ცენტრი გახლდათ და სეზონის დასაწყისში, სანამ ტრავმას მიიღებდა, ყველა მატჩი ძირითადში დაიწყო. მისი ტრავმა ქართველი ცენტრის შანსი იყო, რაც ბითაძემ კარგად გამოიყენა და როცა კარტერი მწყობრში ჩაგდა, სასტარტო ხუთეულში ცენტრის ადგილს გოგას სახელი დაერქვა.
დღეს მორიგი მატჩი ჩაატარა ორლანდომ და ქართველი სასტარტო იყო, კარტერი კი სათადარიგო. ბითაძემ 29 წუთში 3 ქულის, 11 მოხსნის (4 შეტევაში) და 3 პასის დაგროვება მოასწრო. მან 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი ერთხელაც არ უსვრია.
შეხვედრის დასაწყისში გოგამ ორი პერსონალური ფოლი მიიღო, მაგრამ დაცვაში მაინც აქტიურობდა და საერთო ჯამში, მატჩი 3 ჯარიმით დაასრულა. გოგას ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდიც ჰქონდა, როცა ჯულიუს რენდლი ეფექტური მოძრაობით ჩამოიტოვა და ქულებიც აიღო. ის ფარქვეშ ძალიან კარგი იყო, განსაკუთრებით ბოლო წუთებში.
რაც ყველაზე მთავარია, ორლანდომ შეხვედრა დაძაბულ ფინალში, 98:94 მოიგო.
ორლანდო მეჯიქს ამ მატჩის შემდეგ 22 მოგება და 18 მარცხი დაუგროვდა. ჯამალ მოსლის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება და მორიგ მატჩს 18 იანვარს ატლანტა ჰოუკსთან გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings