ესპანეთის სუპერთასის ფინალში კლასიკო შედგა: „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩს ერ-რიადმა უმასპინძლა.
საუდის არაბეთში გამართული კლასიკო მადრიდელების უპირატესობით წარიმართა და „სამეფო კლუბმა“ კატალონიელები დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.
ერ-რიადი. „მსრულ პარკი“
რეალი – ბარსელონა 4:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (7), 2:0 ვინისიუსი (10), 2:1 ლევანდოვსკი (33), 3:1 ვინისიუსი (39, პენ), 4:1 როდრიგო (64)
გაძევება: არაუხო (71)
პირველ ტაიმში ვინისიუსმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა. პირველ ნახევარში ერთი გოლის გატანა რობერტ ლევანდოვსკიმ მოახერხა.
მეორე ტაიმში მადრიდელებმა როდრიგოს გოლით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. მერე კი მსაჯმა ვინისიუსთან უხეშობისათვის არაუხო გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა.
„რეალი“ ხუმრობით გამოეხმაურა სუპერთასის მოგებას.
„რეალმა“ გამოიყენა მულსტერიალის „მადაგასკარის პინგვინების“ მემი.
– კოვალსკი, მომახსენეთ ვითარება!
– ჩვენ სუპერჩემპიონები ვართ! – ნათქვამია „სამეფო კლუბის“ განცხადებაში.
„რეალმა“ ესპანეთის სუპერთასი მე-13 მოიგო. „ბარსას“ ერთით მეტი აქვს.
„რეალმა“ 104-ედ მოუგო „ბარსას“. კატალონიელებს 100 გამარჯვება აქვთ კლასიკოში.
„რეალმა“ „ბარსელონას“ მოუგო ზედიზედ 3-ჯერ. ორჯერ – დიდი ანგარიშით.
„რეალი“ არ აგებს 21 მატჩია – 18 მოგება და 3 ფრე სექტემბრის შემდეგ.
ვინისიუსმა ჰეთ-თრიქი 2022 წლის მაისის შემდეგ პირველად შეასრულა.
მან დუბლი 10 წუთში გააკეთა. მასზე სწრაფად დუბლი კლასიკოში მხოლოდ გარი ლინეკერს გაუკეთებია – 5 წუთში.
ანჩელოტიმ მე-11 ტროფეი მოიგო „რეალში“ და ზიდანს დაეწია. უფრო მეტი მუნიოსს აქვს.
ფლორენტინო პერესმა 33-ე ტროფეი მოიგო „რეალში“ და კლუბის ყველაზე ტიტულიანი პრეზიდენტი გახდა. მან ბერნაბეუს გადაასწრო.
პერესი: „რეალმა“ აჩვენა, რომ შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ფანები აღფრთოვანებული არიან. ანჩელოტი ზუსტად ესადაგება ჩვენს სტილს“.
ანჩელოტი: „მაგარი შედეგია, მაგრამ მარტივი არ ყოფილა. 4:1 – ძალიან ბევრია „ბარსელონას“ თამაშს თუ გავითვალისწინებთ. „რეალი“ დარწმუნებულია საკუთარ თავში, გუნდი ძალიან ძლიერია“.
ჩავი: „საშინლად ვითამაშეთ, მეტოქემ კონტრშეტევებზე თამაშისას პრობლემები შეგვიქმნა. ვერაფერი გავაკეთეთ, მომავალში კი ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ, რადგან ასეთი თამაშით ტიტულს ვერ მოიგებ, გულშემატკივარს კი ბოდიშს ვუხდი, „ბარსელონა“ აუცილებლად დაბრუნდება“.
GIPHY App Key not set. Please check settings