„ბაიერნმა“ ფრანც ბეკენბაუერის ხსოვნას პატივი მიაგო „ჰოფენჰაიმთან“ მატჩის წინ.
ბუნდესლიგის მე-17 ტურის შეხვედრისთვის მიუნხენელებმა მაისურები დაამზადეს წარწერით „მადლობა ფრანც“. ასევე ეს სიტყვები სტადიონ „ალიანს არენის“ სხვადასხვა ელემენტებზე განათავსეს. მათ შორის სტადიონის მთელ მოზაიკზე გარედან.
თამაშის დაწყებამდე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. გუნდებმა ცენტრალურ წრეში ლეგენდარული ფეხბურთელის გამოსახულება გაშალეს.
ბეკენბაუერი „ბაიერნის“ აღზრდილი იყო და ამ გუნდში 1964-დან 1977 წლამდე თამაშობდა. ის 7 იანვარს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
GIPHY App Key not set. Please check settings