თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ სტამბოლში დიდი ანგარიშით წააგო. ევროლიგის 21-ე ტურში ბოლონიელებმა ეფესთან შეხვედრა უშანსოდ – 75:99 დათმო. ეს გახლდათ ზედიზედ მე-2 მარცხი იტალიური კლუბისთვის.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რომელიც კარიერის საუეკთესო სეზონს ატარებს, ამჯერად თავი დიდად ვერ გამოიჩინა. თორნიკემ 14:36 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ლუკა ბანკიმ შენგელია სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა.
ეფესს ელაია ბრაიანტმა (21 ქულა) და დარიუს ტომპსონმა (26 ქულა) ულიდერეს. თურქულ კლუბს ევროლიგაში 7-მატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა, რომელიც სწორედ ვირტუსთან დაასრულა. ეფესი 8 მოგებითა და 13 მარცხით მე-15 ადგილზეა, ხოლო ვირტუსს 14 მოგება და 7 მარცხი აქვს. იტალიური გუნდი ევროლიგაში მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში ლიონს უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings