in

პირველად ამ დისციპლინაში – ვერცხლის მედლები: ქართული წყვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს ფიგურული ციგურაობაში. სპორტულ წყვილებს შორის ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა ვიცე-ჩემპიონები გახდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

მათ გამოსვლა თავიდანვე ეფექტურად დაიწყეს: მოკლე პროგრამაში 71.30 ქულა (40.27 – ტექნიკური ელემენტებისთვის, 31.03 – პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს.

ბერულავამ და მეტელკინამ თავისუფალ პროგრამაში დასაწყისში მცირე შეცდომა დაუშვეს და მეხუთეები იყვნენ. მათ 124.84 ქულა დაიმსახურეს (64.73 – ტექნიკური ელემენტებისთვის, 61.11 – პროგრამული კომპონენტებისთვის, შეცდომისთვის ერთი ქულა დააკლდათ).

ორი პროგრამის ჯამში მეტელკინამ და ბერულავამ 196.14 ქულას მოუყარეს თავი და ისტორიული ვერცხლის მედალი მოიპოვეს, რაც ამ დისციპლინაში პირველი შემთხვევაა.
ჩემპიონები კი იტალიელები ბაკარი და გარისე გახდნენ.


შეჯიბრებაში მონაწილეობს ალინა ურუშაძეც (საქართველო), რომელიც 50.54 ქულით 23-ე ადგილს დასჯერდა, თუმცა ფინალში თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლება მაინც მოიპოვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მზად ვარ, კვირას ტულუზასთან 90 წუთი ვითამაშო: მიქაუტაძეს თამაში მოენატრა

წავიკითხე რომანი, რომელმაც ჩემი აზროვნება რადიკალურად შეცვალა… რა უჭირს და რა აძლევს მოტივაციას ზივზივაძეს გერმანიაში