in

ბორდომ შესაძლოა ზურიკო დავითაშვილი გაყიდოს

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა “ეკიპი” ჩვენთვის მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – “ბორდო”, შეიძლება, რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს შეელიოს და მათ შორისაა საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილიც.

ჟირონდელებს ფინანსური პრობლემები აქვთ. კლუბში იგეგმებოდა ახალი ინვესტორის მოსვლა, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ ხერხდება, ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვის თაობაზე.

“ეკიპის” ცნობით, “ბორდოს” ტექნიკური დირექტორი, ადმარ ლოპესი, აქტიურად მუშაობს სატრანსფერო ბაზარზე, რათა ფეხბურთელები კლუბისთვის მისაღებ ფასში გაასხვისოს. დავითაშვილის გარდა, იგეგმება მალკოლმ ბოკელეს, ალბერტ ელისის, სტიარ გრეგერსენისა და დანილო იგნატენკოს გაყიდვაც.

სეზონის დასაწყისში “ბორდოს” წარმომადგენლებმა მენეჯმენტის კონტროლის ნაციონალურ კომისიას წარუდგინეს მიმდინარე სეზონის ბიუჯეტი. ირკვევა, რომ ამ დროისთვის კლუბს დავალიანება აქვს.

ცოტა ხნის წინ ამ კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ “ბორდომ” დავალიანების დასაფარავად დამატებით ერთთვიანი ვადა ითხოვა. “ეკიპის” ცნობით, თუ არ მოხდა ფინანსური ბალანსის აღდგენა, “ბორდოს” შეიძლება სატრანსფერო აკრძალვა დაუწესონ, ან, უკიდურეს შემთხვევში, ლიგა 2 დაატოვებინონ.

ინვესტორის გამოჩენამდე კლუბს ერთადერთი გამოსავალი აქვს – გაყიდოს წამყვანი ფეხბურთელები და ასე დაფაროს დავალიანება…

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აიაქსმაც დაადასტურა და მეცმაც: მიქაუტაძე საფრანგეთში ბრუნდება – ნამდვილად ბედნიერი ვარ…

რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს