in

ევროპა მარცხით დავიწყეთ: საქართველო იტალიასთან განადგურდა

ხორვატიაში (დუბროვნიკი და ზაგრები) დაიწყო ევროპის რიგით 36-ე ჩემპიონატი წყალბურთში. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და უშანსოდ წააგო – 5:22.

ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ ჩვენები მეტოქეს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. იტალია ლამის ყველა შეტევას გოლით ასრულებდა. კომბინაციებსაც ახერხებდნენ, თავისუფალს ზონებშიც რჩებოდნენ და ჩვენებს დაჯარიმებასაც ხშირად აიძულებდნენ. აი ჩვენ კი კართან მიახლოებასაც ვერ ვახერხებდით და ძირითადად შორეული დარტყმებით ვცდილობდით ფონს გასვლას, ასე კი გოლი არ გადიოდა.

საქართველო მომდევნო მატჩს უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ 6 იანვარს ითამაშებს, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავზებთ.

საქართველო – იტალია 5:22 (0:5, 2:6, 0:6, 3:5)
საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი, ადეიშვილი, შუშიაშვილი, ბითაძე (1), ელაჩა, ჯახაია, ძიხწიარენკა, იმნაიშვილი, ახვლედიანი (1), ვასიჩი (1), პიეშივაცი (2), კაპანაძე

გოლები: ვასიჩი, პიეშივაცი (2), ახვლედიანი, ბითაძე – დი ფულვიო (5), დი სომა, კანელა (2), ფონდელი (5), რენზუტო (2), მარზიალი, კონდემი (4), ბრუნი, დოლჩე.

სხვა მატჩები

I დივიზიონი

A ჯგუფი

მონტენეგრო – საფრანგეთი 20:19 (პენ. ძ.დ. 10:10);
ესპანეთი – ხორვატია 12:14

B ჯგუფი
უნგრეთი – საბერძნეთი 8:10;
საქართველო – იტალია 5:22

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ნაკრებს ალეკსანდარ ჯიკიჩი გაწვრთნის: ვინ არის და რა მიზანი დაუსახეს

აიაქსმაც დაადასტურა და მეცმაც: მიქაუტაძე საფრანგეთში ბრუნდება – ნამდვილად ბედნიერი ვარ…