in

ხვიჩა სერია ა-ს წლის გუნდშია: კვარა თითქმის ყველას ჯობნის

„ინტერის“ 4 ფეხბურთელი შეიყვანეს 2023 წლის სერია ა-ს ნაკრებში WhoScored-ის ვერსიით.

ჩვენთვის უფრო საინტერესია, რომ „ნაპოლიდან“ ორი ფეხბურთელი მოხვდა წლის გუნდში და ერთი რა თქმა უნდა კვარაცხელიაა. სხვა გუნდებს თითო წარმომადგენელი ჰყავთ.

სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებთაც შესაბამის პოზიციებზე ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდათ და თან ძირითად შემადგენლობაში მინიმუმ 25-ჯერ იყვნენ.

თუ დააკვირდებით კვარაცხელიაზე მაღალი საშუალო შეფასება მარტო ერთ ფეხბურთელს, ლაუტაროს გამოუვიდა, სხვა ყველას კი ხვიჩა ჯობნის.

2023 წლის სერია ა-ს ნაკრები ასეთი გამოვიდა:

მეკარე: მიკელე დი გრეგორიო („მონცა“, 7,01 ქულა);

მცველები: დანილო („იუვენტუსი“, 7,09), ფრანჩესკო აჩერბი („ინტერი“, 7,02), ალესანდრო ბუონჯორნო („ტორინო“, 6,99), ფედერიკო დიმარკო („ინტერი“, 7,04);

ნახევარმცველები: დომენიკო ბერარდი („სასუოლო“, 7,32), ჰაკან ჩალხანოღლუ („ინტერი“, 7,21), პაულო დიბალა („რომა“, 7,22), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, 7,37);

თავდამსხმელები: ლაუტარო მარტინესი („ინტერი“, 7,43), ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“, 7,18).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს ევროპა იწყება: ვისთან, როდის, როგორ – საქართველო იტალიით იწყებს

ვინ მოხვდება ფიფას წლის გუნდში: 23 პრეტენდენტი ჩამოწერეს