კევინ დე ბრუინი 2023 წლის საუკეთესო გამთამაშებლად მიიჩნიეს.
„სიტის“ ნახევარმცველმა პირველი ადგილი დაიკავა რეიტინგში, რომელიც ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ შეადგინა. ბელგიელი მესამედ გახდა საუკეთესო IFFHS-ის ვერსიით (ადრე 2020 და 2021 წლებში)
სიაში მოხვდნენ:
- კევინ დე ბრუინი („სიტი“) – 181 ქულა.
- ლიონელ მესი (პსჟ/“ინტერ მაიამი“) – 100.
- ბერნარდო სილვა („სიტი“) – 78.
- ჯუდ ბელინგემი („ბორუსია“ დორტმუნდი/“რეალი“) – 70.
- მარტინ ედეგორი („არსენალი“) – 18.
- ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“) – 17.
- ტონი კროოსი („რეალი“) – 15.
- პედრი („ბარსელონა“) – 12.
- ფედერიკო ვალვერდე („რეალი“) – 11.
- ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერი“) – 10.
GIPHY App Key not set. Please check settings