in

გვარდიოლა წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელია

პეპ გვარდიოლა 2023 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად აღიარეს IFFHS-ის ვერსიით.

გვარდიოლამ ეს პრიზი მესამედ მიიღო. მანამდე გაუმარჯვია 2009 და 2011 წლებში.

2023 წელს გვარდიოლას „სიტიმ“ მოიგო პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით წლის ათ უძლიერეს მწვრთნელ შორის შევიდნენ:

  1. პეპ გვარდიოლა („სიტი“) – 281 ქულა;
  2. კარლო ანჩელოტი („რეალი“) – 56;
  3. ლუჩანო სპალეტი („ნაპოლის“ ყოფილი მწვრთნელი) – 53;
  4. სიმონე ინძაგი („ინტერი“) – 51;
  5. ფერნანდო დინიზი („ფლუმინენსე“) – 33;
  6. მიკელ არტეტა („არსენალი“) – 30;
  7. ჩავი („ბარსელონა“) – 26;
  8. ენჯ პოსტეკოღლუ („სელტიკი“ / „ტოტენჰემი“) – 12;
  9. უნაი ემერი („ასტონ ვილა“) – 8;
  10. იურგენ კლოპი („ლივერპული“) – 6.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას შეეძლო, მაგრამ არ გამოვიდა: ნაპოლიმ მონცას ვერ მოუგო

სკალონი პირველზე დარჩა: წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელები