in

ხვიჩას შეეძლო, მაგრამ არ გამოვიდა: ნაპოლიმ მონცას ვერ მოუგო

„ნაპოლიმ“ წელი წარუმატებლად დაასრულა. სერია ა-ს მე-18 ტურის და წელიწადის ბოლო შეხვედრაში არც თუ ყველაზე ძლიერი მეტოქე ჰყავდა, მაგრამ შინ „მონცას“ ვერ აჯობა – 0:0.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა.
ჩვენიანი ტრადიციულად ბევრს ეცადა, იბრძოლა, პოზიციებს იცვლიდა, ორი კარგი მომენტი ჰქონდა, ერთი სუფთა საგოლე, მაგრამ…

მე-14 წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ მცველი გადაეფარა. 36-ე წუთზე კიდევ ერთხელ სცადა გატანა. 45-წუთზე კი მეტოქე ჩამოიშორა და გოლთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბურთმა კარს ახლოს ჩაუარა.

მეორე ტაიმშიც პირველი მომენტი ისევ კვარაცხელიმ შექმნა, რასპადორიმ ქართველი კარის წინ დატოვა, თუმცა „მონცას“ მეკარემ ხვიჩას დარტყმისას პოზიცია კარგად შეარჩია და გუნდი გოლისგან გადაარჩინა.

ბევრი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, „მონცას“ შეეძლო გატანა. მარიო რუის ხელით თამაშის გამო პენალტი დაინიშნა, მაგრამ პესინას დარტყმა მეკარე მერეტმა აიღო.

71-ე წუთზე წინ გასვლა უკვე „ნაპოლის“ შეეძლო, როდესაც კვარაცხელიამ მეკარესთან პირისპირ ალესიო ძერბინი დატოვა, მაგრამ მან ბურთი მიზანს დიდი მანძილით ააცილა.

86-ე წუთზე კვარაცხელიას ვარენ ბონდოს უხეშობის შემდეგ ნერვებმა უმტყუნა და არბიტრმა ორივეს ყვითელი ბარათი აჩვენა, ხოლო „ნაპოლის“ მწვრთნელი ვალტერ მაძარი გააძევა.

კვარაცხელიას შეფასებებია: Flashscore.com – 7.1; Whoscored.com – 7.2; Sofascore.com – 7.4.

„ნაპოლი“ 18 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-7 ადგილზეა, ოთხეულს კი 5 ქულით ჩამორჩება.
მომდევნო შეხვედრა 7 იანვარს უწევს, სტუმრად „ტორინოსთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბითაძე სასტარტოში დაბრუნდა – 13 ქულა და 7 მოხსნა

გვარდიოლა წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელია