in

მიქაუტაძემ თასზე შეუცვლელად ითამაშა, აიაქსმა კი მეოთხე ლიგის გუნდთან წააგო

„აიაქსი“ ნიდერლანდების თასზე რანგით მეოთხე დივიზიონის „ჰერკულესს“ ესტუმრა და… 2:3 წააგო.

გიორგი მიქაუტაძე ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

უპირატესობას ამსტერდამელები ფლობდნენ განუწყვეტლივ უტევდნენ. მიქაუტაძემ 64-ე წუთზე აკპომი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ვერ გაიტანა. მოგვიანებით მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

ქართველის თამაში Sofascore-მა 6.9 ქულით, Flashscore-მა კი 6.7-ით შეაფასა.

შეგახსენებთ, თითქმის გადაწყვეტილად იწერება, რომ მიქაუტაძე ზამთარში იჯარით „მეცში“ დაბრუნდება.

ჰერკულესი – აიაქსი 3:2
გოლები: 1:0 პიტერსი (17), 2:0 პიტერსი (66), 2:1 ბრობი (84), 2:2 აკპომი (89), 3:2 გროტენბერგი (90+4)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში დარჩენა მინდა: რას აპირებს ნაკრების კაპიტანი

64 გუნდი, 3 დივიზიონი, პლეი-ოფები… როგორ იქნება სუპერლიგა