in

ქართველები ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ ვერ შეხვდნენ: ფროსინონემ თასზე ნაპოლი გაანადგურა

იტალიის თასის 1/8 ფინალში ერთმანეთს „ქართული“ გუნდები შეხვდნენ და სენსაციაც დაფიქსირდა: „ნაპოლი“ შინ „ფროსინონესთან“ 0:4 დამარცხდა.

გიორგი კვერნაძე „ფროსინონეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხვიჩა კვარაცხელია და ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დაასვენეს.

64-ე წუთზე მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიაც გამოჩნდა, მაგრამ ამ დროისთვის კვერნაძე უკვე გასული იყო, ის შესვენებაზე შეცვალეს.

კვერნაძე სტანდარტულებს ასრულებდა, თამაშის გამწვავებასაც ცდილობდა, მის წინააღმდეგ გამოცდილი მარიო რუი თამაშობდა და გამწვავება უჭირდა.

კვარაცხელიას თამაში sofascore-მა 6.5 ქულით, ხოლო flashscore-მა 6.1-ით შეაფასა. კვერნაძემ ორივე საიტისგან 6.6 შეფასება დაიმსახურა.

„ფროსინონე“ პირველად გავიდა იტალიის თასის 1/4-ფინალში, სადაც „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ წყვილში გამარჯვებულს 9 იანვარს შეხვდება.

ნაპოლი – ფროზინონე 0:4
გოლები: 0:1 ბარენეჩეა (65), 0:2 კაზო (70), 0:3 ჩედირა (90+1, პენ), 0:4 ჰარუი (0:4)


„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს ჩემპიონატზე გასვლაზე „რომასთან“ ჩაატარებს, ხოლო „ფროზინონე“ იმავე დღეს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას ვირტუსმა ბოლონიაში ოლიმპიაკოსი 68:67 დაამარცხა

მამარდამ კარი მშრალად შეინახა და ვალენსიამ მადრიდში მოიგო