in

რონალდომ მანჩესტერს კონტრაქტის გაწყვეტა მოთხოვა: კრიშტიანო თბილად მიიღეს და ვითარებაც „კარგია“

კრიტიანო რონალდო ჯერ ისევ მყარად დგას „მანჩესტერიდან“ წასვლის ვარიანტზე.

ორშაბათს ფეხბურთელი მანჩესტერში დაბრუნდა, რათა საკუთარი მომავალი განეხილა. ახალ მთავარ მწვრთნელს ტენ ჰაგს სურდა კრიშტიანო დარჩენაზე დაეყოლიებინა, მაგრამ როგორც ჩანს დიდად არ გამოუვიდა.

თან დაიტოვეთ და თან გაუშვით: რონალდომ მანჩესტერს ახალი კონტრაქტი და იჯარით გაშვება თხოვა – ვიდეო

Daily Mail ამტკიცებს, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კლუბს აცნობა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა სურს, რათა უფასოდ წავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდში. „იუნაიტედში“ კი აცხადებენ, რომ არ აპირებენ მის გაშვებას, ხოლო ფეხბურთელით დაინტერესებული კლუბებიდან წინადადებები არ შესულა.

მიუხედავად ამისა, რონალდო პროფესიონალივით მოიქცევა.

გუშინ მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და ვარჯიშიც მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი „რექსჰემთან“ მატჩსაც უყურა (4:1), რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

რონალდო ფორმას დამოუკიდებლად ინარჩუნებდა, რადგან ოჯახური მიზეზით გუნდს არ გაყოლია მოსამზადებელ შეკრებაზე ტაილანდსა და ავსტრალიაში. მას თანდათან მოუწევს ტენ ჰაგის სისტემაში ჩართვა.

კრიშტიანოს ამბები: სიმეონეს უნდა, ხალხს არა – აქ რა ნაგავს აგროვებთ

რა დრო დადგა, რონალდო არავის უნდა: კრიშტიანო მანჩესტერს დაელაპარაკება – საქმეში ჯორჯინაც ჩაერთო

AS წერს, რომ პარტნიორები თბილად შეხვდნენ რონალდოს ქარინგტონის ბაზაზე.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანომ წაიჭორავა ბრაზილიელ და პორტუგალიელ თანაგუნდელებთან, შემდეგ კი საუბარი შეწყვიტა და უთხრა: “კარგი, საკმარისია, დროა ვივარჯიშოთ. წავედით“.

ვარჯიშის შემდეგ რონალდომ დანარჩებთან ერთად ისადილა და სასადილოში ატმოსფეროს აღწერენ როგორც „კარგი“.

ნაპოლის რონალდო უნდა: კლუბი მას მარადონას დონის ლეგენდად აქცევს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოსანო თუ წავიდა: ხვიჩას პარტნიორ-კონკურენტს 2 წინადადება აქვს

აქამდე უცნობი ისტორია: რატომ ჩაიშალა მალხაზ ასათიანის ტრანსფერი ბლექბერნში…