in

რა დრო დადგა, რონალდო არავის უნდა: კრიშტიანო მანჩესტერს დაელაპარაკება – საქმეში ჯორჯინაც ჩაერთო

კრიშტიანო რონალდო მანჩესტერში დაბრუნდა, წერს The Athletic.

ის „მანჩესტერთან“ საკუთარ მომავალს განიხილავს. ასევე შეხვდება მთავარ მწვრთნელ ტენ ჰაგს.

Marca ამბობს, რომ ტენ ჰაგი შეეცდება დაარწმუნოს პორტუგალიელი დარჩეს გუნდში და ახალი პროექტის ნაწილი გახდეს. თუმცა ეს მარტივი არ იქნება, რადგან ფეხბურთელის გეგმები არ შეცვლილა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.

რონალდოს „ბაიერნში“ გადასვლა სურს. როგორც პორტუგალიელი ჟურნალისტი პედრუ სეპულვედა წერს, ფორვარდს კი უნდა მიუნხენში, მაგრამ გერმანულ გრანდს ის არ სურს.

რონალდო ჯერ კიდევ შეიძლება გადავიდეს „ჩელსიში“.
„ჟორჟე მენდეში (ფეხბურთელის აგენტი) განიხილავდა ამ ვარიანტს, მაგრამ ტომას ტუხელმა 10-15 დღის წინ უარი თქვა. მას არ სურდა ეს ტრანსფერი.
მაგრამ დარწმუნებული ვარ მენდეში ისევ შეეცდება „ჩელსისთან“, „ბაიერნთან“ ან „ატლეტიკოსთან“ მოლაპარაკებას“, – თქვა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ.

მანამდე ყველაზე აქტიურად დაიწერა, რომ რონალდო შესაძლოა „ატლეტიკოში“ გადასულიყო და საამისოდ მადრიდელები ანტუან გრიზმანს დაშორდებოდნენ.

ამასობაში ქმრის ტრანსფერს არ წაუყრუა ჯორჯინა როდრიგესმა და ის „ატლეტიკოს“ მწრთნელის დიეგო სიმეონეს ცოლის გამომწერი გახდა.
As ამბობს, რომ კრიშტიანოს მეგზური სოციალურ ქსელებში კარლა პერეირას გამომწერია.
ნიშნავს ეს რამეს?

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიიღებს მამუკელაშვილი ადგილს როტაციაში: რას ფიქრობს ხალხი

მანჩესტერის ფეხბურთელებს ინდივიდუალურ კერძებს უმზადებენ: ტენ ჰაგმა ბაზა რესტორანს დაამსგავსა