ფიფამ 2023 წელს აგენტების მომსახურებაზე კლუბების სარეკორდო ხარჯები დააფიქსირა.
ფიფას ანგარიშის თანახმად, კლუბების საერთო ხარჯმა აგენტების მომსახურებაზე სარეკორდო 888.1 მლნ დოლარი შეადგინა – 42.5%-ით მეტი წინა წელთან შედარებით. წინა რეკორდი კი 2019 წელს დაფიქსირდა – 654.7 მლნ დოლარი.
ამ თანხის 86%-ზე მეტი ევროპულ კლუბებზე მოდის. ლიდერობენ ინგლისური გუნდები – 280 მლნ დოლარზე მეტი. მეორე ადგილი დაიკავა საუდის არაბეთმა – 86 მლნ დოლარი.
ასევ აღნიშნულია, რომ ქალთა ფეხბურთში აგენტებზე დახარჯულმა ფულმა პირველად გადააჭარბა 1 მლნ დოლარს.
2023 წელს ფიფამ თითქმის 20 ათასი განაცხადი მიიღო აგენტის ლიცენზიის მიღებაზე. გამოცდას 9 207 ადამიანი აბარებდა, მათგან 32.6%-მა ის წარმატებით გაიარა.
GIPHY App Key not set. Please check settings