in

აი ეს არის მოგზაურობა, მაგრამ ჯერ არ დაგვიმთავრებია: რონალდომ 1200 მატჩი ითამაშა – ვინ არის მასზე წინ

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ალ-ნასრმა“ შინ „ალ-რიადი“ 4:1 დაამარცხა.

კრიშტიანო რონალდოსთვის ეს იყო კარიერაში 1200-ე მატჩი. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, პორტუგალიელი მინდვრის პირველი მოთამაშეა, ვინც ამ მაჩვენებელს მიაღწია. მასზე წინ კი ოთხი ფეხბურთელია და ოთხივე მეკარე: პეტერ შილტონი (1375 – ინგლისი), პოლ ბესტოკი (1286 – ინგლისი), როჟერიუ სენი (1237 – ბრაზილია) და ფაბიო ლოპესი (1212 – ბრაზილია).

„კიდევ სამი ქულა!
მადლობელი ვარ ყველა იმ პარტნიორის, რომლებიც დამეხმარნენ 1200 მატჩამდე მოვსულიყავი.
აი ეს არის მოგზაურობა! მაგრამ ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია“, – დაწერა 38 წლის ფეხბურთელმა.

„ალ-რიადის“ წინააღმდეგ ანგარიში სწორედ რონალდომ გახსნა. მერე საგოლე პასიც მიითვალა. ჩემპიონატის 15 მატჩში მის ანგარიშზე 16 გოლია. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

2023 წელს კი რონალდომ 49 გოლი გაიტანა და გაუთანაბრდა ჰარი კეინსა და კილიან მბაპეს. წინ მხოლოდ ერლინგ ჰოლანდია 50 გოლით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ ვეღარ თამაშობს კვარა: როგორ აფასებენ ხვიჩას თამაშს

ვიდეო: მამუკელაშვილის 34 ქულა და გამარჯვება ბოლო წამებზე