in

კვარაცხელიამ მაგარი მომენტი გააფუჭა და ნაპოლიმ იუვესთანაც წააგო

„ნაპოლი“ სერია ა-ს მე-15 ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლ „იუვენტუსს“ ესტუმრა და 0:1 წააგო. ძალიან რთული კალენდარი დაემთხვათ ნეაპოლელებს, ზედიზედ ორი მატჩი გამოკვეთილ ლიდერებთან („ინტერი“, „იუვენტუსი“), პლუს ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ შეხვედრა. რთულია, მაგრამ თავადაც ამბიციური გუნდი ყველას რომ წააგებ და ქულასაც ვერ აიღებ, არ უნდა იყოს კარგი, თანაც საშინაო ასპარეზზე გოლიც ვერ გაიტანა.

ის, რომ გოლი ვერ შეაგდეს „იუვესთან“, ამაში სამწუხაროდ ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი ყველაზე დიდია. სწორედ ჩვენიანს მიეცა მატჩის საუკეთესო შანსი, როდესაც საჯარიმოს ხაზთან სრულიად მარტო დარჩა მეკარესთან, მაგრამ ბურთის გასწორებამ და მეკარის კარიდან გამოვარდნამ ის გამოიწვია, რომ ხვიჩამ ბურთი ძალიან მაღლა დაარტყა და კარს საკმაო მანძილით გადააცილა. ეს 28-ე წუთზე მოხდა.

ამან ეტყობა გააბრაზა ქართველი და ერთ ეპიზოდში ყვითელი ბარათიც მიიღო. მიზეზი ფედერიკო გატისთან მცირე ინციდენტი აღმოჩნდა, რომელიც აუტის მოწოდებაში ხელს უშლიდა, კვარაცხელია გაბრაზდა და მას ზურგზე ბურთი მიარტყა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „იუვენტუსმა“ თავისი შანსი გამოიყენა. გოლი 51-ე წუთზე სწორედ შეტევაში ჩართულმა მცველმა, გატიმ თავით გაიტანა.

ამის შემდეგ „ნაპოლი“ თამაშის ბოლომდე შეტევას ცდილობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. 87-ე წუთზე კვარაცხელია სიმეონეთი შეცვალეს.

კვარაცხელიას შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 6.8; Whoscored.com – 6.6; Sofascore.com – 6.7.

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ დამარცხდა და 15 ტურის შემდეგ 24 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა „ნაპოლის“ 16 დეკემბერს შინ აქვს გასავარდნ ზონაში მყოფ „კალიარისთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა: ძალიან რთული თამაში იყო

რატომ ვეღარ თამაშობს კვარა: როგორ აფასებენ ხვიჩას თამაშს