ევროპული გუნდები აქტიურად ემზადებიან ნაადრევად დასაწყები ახალი სეზონისთვის. ავსტრიაში გადის შეკრებას იტალიის ჩემპიონი „მილანი“, რომელიც კლაგენფურტში ავსტრიულ „ვოლფსბერგერს“ შეხვდა. მოგეხსენებათ, ამ გუნდში საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს და ასეთ გუნდთან ქართველის შეხვედრა საინტერესოა. თუმცა აქ მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მომენტიც იყო.
მატჩამდე იტალიურ პრესაში დაიწერა., რომ 4 კლუბის წარმომადგენლები სწორედ ქართველი ფეხბურთელის საქმეში სანახავად აპირებდნენ ჩასვლას. ლოჩოშვილი ძირითადში კი იყო, მაგრამ რთული სათქმელია რა უნდა მოწონებოდათ სკაუტებს – „მილანმა“ მეტოქე 5:0 დაამარცხა (პირველი ტაიმი 2:0). გოლები გაიტანეს რაფაელ ლეაომ (39), ანტე რებიჩმა (42), ჯუნიორ მესიასმა (57), იაჩინ ადლიმ (60) და მატეო გაბიამ (66) ს.
ხსენებული 4 გუნდი კი ესენი გახლავთ: „ვერონა“, „სამპდორია“, „ტორინო“ და „უდინეზე“.
ამბობენ, რომ იტალიელები კარგა ხანია ლოჩოშვილს აკვირდებიან და იმედია ეს მატჩი გადამწყვეტი არ იქნება გადაწყვეტილების მიღებისას.
GIPHY App Key not set. Please check settings