გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „კლივლენდ კავალიერსს“ შეხვდა და 111:121 დამარცხდა. ფლორიდელთათვის ეს ზედიზედ მეორე მარცხია 9 მოგების შემდეგ.
გოგა ბითაძე კვლავ „ორლანდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო. მან მოედანზე 24:33 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ თამაშიდან 4-ჯერ შეუტია და 3 ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა.
პირველ მეოთხედ „კლივლენდმა“ 17 ქულით მოიგო. „ორლანდომ“ ამის შემდეგ მეტოქის დაწევა ვერ მოახერხა.
ფლორიდელების რიგებში გამორჩეული იყო აშშ-ის ნაკრების უკანახაზელი პაოლო ბანკერო, რომელმაც 42 ქულა ჩააგდო.
„ორლანდოს“ 14 მოგება და 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings