in

თასი საბურთალოს: დრამატულად, ჩხუბით და ევროპის საგზურით

„საბურთალო“ საქართველოს თასის მფლობელია: თბილისურმა ფინალში ახალ გაჩემპიონებული ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ტიტულს მესამედ დაეუფლა.

პირველ ტაიმში „საბურთალომ“ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ ისარგებლა – 25-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შეიკნე სილამ ბურთი კარს ააცილა. დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ოთო მამაგეიშვილმაც არაზუსტად დაარტყა, ასევე უშედეგო გამოდგა შოთა ნონიკაშვილის შორეული გასროლაც. ბათუმელებიდან 45-ე წუთზე პაატა ღუდუშაურს შეეძლო გატანა, მაგრამ მისი შესრულებული ჯარიმის შემდეგ ბურთი თბილისელთა კარის ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმი ბათუმელებმა აქტიურად დაიწყეს, ზეწოლა გააძლიერეს და უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ორი კარგი მომენტი კონტრშეტევაზე „საბურთალომ“ შექმნა. 67-ე წუთზე ლევან ხარაბაძის გადაცემით „საბურთალოს“ კარის წინ პაატა ღუდუშაური დარჩა, მაგრამ მეკარემ ლაზარე კუპატაძემ თბილისელები გადაარჩინა. 78-ე წუთზე კი რეალური შანსით „საბურთალოს“ თავდამსხმელმა, შეიკნე სილამ ვერ ისარგებლა.

შეხვედრის ბედი შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ 90+2-ე წუთზე პირველივე შეხებით გადაწყვიტა. კუთხურის შემდეგ „საბურთალოს“ გამოცდილი თავდამსხმელი კარის წინ გაიხსნა და თავური დარტყმით გუნდს გამარჯვება მოუტანა – 1:0.


ბათუმელები შტურმზე გადავიდნენ. საჯარიმოში შესული ფაცაცია ბურთზე ბრძოლისას წაიქცა, მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ვითარება დაიძაბა, დინამოელი ღუდუშაური გააძევეს და შეხვედრაც დასრულდა, თუმცა არ დასრულდა შეხლა-შემოხლა. მოედანზე გულშემატკივრები გადავიდნენ და ჩხუბი ტრიბუნაზეც დაიწყო. სამწუხაროდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მატჩის სტიუარდებსაც მიაყენეს.

საბედნიეროდ, სიტუაცია განიმუხტა და გამარჯვებულ გუნდს თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო – დინამო (ბთ) 1:0
გოლი: სიხარულიძე (90+2)
გაძევება: ღუდუშაური (90+7, დინამო)

დედაქალაქური კლუბი მესამედ დაეუფლა თასს და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამომ ბოლო თამაში ხორვატიაში წააგო

გოგას 24 წუთი, 6 ქულა და ზედიზედ მეორე წაგება