BBC-მ დაასახელა წლის საუკეთესო სპორტსმენის პრესტიჟულ პრიზის (BBC World Sport Star of the Year) ნომინანტები ჩამოთვალა:
სულ 6 კაცია:
„სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც 52 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად სამი ტიტული მოიგო;
„ფორმულა 1“-ის პილოტი მაქს ფერსტაპენი: ნიდერლანდელი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და წლის განმავლობაში მოიგო 19 გრანპრი, რაც ფორმულა 1-ის ახალი რეკორდია;
ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი: სამი „დიდი სლემის“ მოიგო და ამ სერიის ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა (24);
ესპანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი აიტანა ბონმატი: „ბარსელონასთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატზე და გახდა ტურნირის MVP. მოიპოვა „ოქროს ბურთი“;
რაგბიში სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი სიია კოლიზი;
ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზი: მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიგო და სპორტული ტანვარჯიშის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენი გახდა.
წლის სპორტსმენი 19 დეკემბერს გამოვლინდება. პრიზის მოქმედი მფლობელი ლეო მესია.
GIPHY App Key not set. Please check settings