in

ვიდეო: შენგელიას 14 ქულა, 9 მოხსნა და ვირტუსმა ბარსელონა დაამარცხა

თორნიკე შენგელიას დიდებული სეზონი გრძელდება. ვირტუს ბოლონიას ქართველი ფორვარდი განსაკუთრებულად შთამბეჭდავ ციფრებს კი არ ეთამაშება, ის ძალიან სტაბილურია, 10-20 ქულას შორის მერყეობს, მოხსნებიც სტაბილურად აქვს და პასებით კარიერაში საუკეთესოა, მაგრამ რაც მთავარია, მასთან ერთად გუნდიც შედეგიანია. შენგელია სარგებლიანობის ინდექსით ევროლიგაში საუკეთესოა, მისი გუნდი კი ამ ტურნირის ლიდერებშია.

გასულ მატჩში ბოლონიურმა კლუბმა ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ევროლიგისა და ევროკალათბურთის ერთ-ერთი ტიტანი ბარსელონა დაამარცხა და ამაში ლომის წილი შენგელიას მიუძღვის. ძალიან დაძაბული მატჩი შენგელია-ლუნბერგის უბადლო თამაშის წყალობით, 80:75 დასრულდა. ბოლონიელებმა ევროლიგაში მე-8 გამარჯვება მოიპოვეს.

ბარსელონამ პირველი მეოთხედი 6-ქულით მოიგო, დიდ შესვენებაზე კი სტუმართა უპირატესობა უკვე 12 ქულა იყო (33:45). ვირტუსმა თამაში სწორედ ამის შემდეგ გამოასწორა, სხვაობის შემცირება დაიწყო და მეოთხე მეოთხედში სწორედ თორნიკეს სამქულიანის წყლობით პირველად გაათანაბრა კიდეც – 61:61. შეხვედრის ბედი კი ბოლო წამებზე გაბრიელ ლუნდბერგის 3-ქულიანმა გადაწყვიტა, რის შემდეგაც პერიმეტრიდან სტუმრების ნასროლმა მიზანს არ მიაღწია, ბურთი კი შენგელიამ მოხსნა.

დანიელი უკანახაზელი 21 ქულით ორივე გუნდში საუკეთესო იყო. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე კი, რომელსაც ორმაგ დუბლამდე სულ ერთი მოხსნა დააკლდა, 14 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში, 7 დაცვაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა იყო. ქართველმა კალათბურთელმა 5-იდან 2 სამქულიანი, 8-იდან 2 ორქულიანი და 6-იდან 4 საჯარიმო ჩააგდო. თოკოს 5 დაკარგვა და 1 ჯარიმა ჰქონდა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა.

ვირტუს ბოლონიას ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 12 მატჩში 8 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე რეალის (11 მოგება) და ბარსელონას (9 მოგება) შემდეგ. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 8 დეკემბერს, კვლავაც საკუთარ მოედანზე, თელ ავივის მაკაბისთან ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ გახდება წლის სპორტსმენი: კანდიდატი ექვსია

დინამომ ბოლო თამაში ხორვატიაში წააგო