in

იტალიაში საუკეთესოები დაასახელეს: პრიზები ნეაპოლში წავიდა

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) მილანში გასული სეზონის დაჯილდოება მოაწყო და სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინა.

საუკეთესოები რამდენიმე ნომინაციაში ვლინდებიან – წლის კლუბი, მწვრთნელი, გოლი, სიმბოლური ნაკრები… სასიხარულოა, რომ წლის გოლის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

ხვიჩას გოლი წლის გოლია: ქართველი იტალიაში ერთხელაც გამოარჩიეს და სეზონის სიმბოლურშიც შეიყვანეს

წლის საუკეთესო მოთამაშედ ვიქტორ ოსიმენი დაასახელა. ჯილდო 1968 წელს დაწესდა და ისეთ ვარსკვლავებს მოუგიათ, როგორებიც არიან კრიშტიანო რონალდო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ანდრეა პირლო, ჯანლუიჯი ბუფონი…

როგორც მოსალოდნელი იყო, „ნაპოლის“ ყოფილი და ამჟამად იტალიის ნაკრების თავკაცი ლუჩანო სპალეტი წლის მწვრთნელად აღიარეს.

საუკეთესო გუნდის პრიზი ქვეყნის ჩემპიონ „ნაპოლის“ გადაეცა, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჩაიბარა.

სეზონის სიმბოლური ნაკრები

მეკარე: მაიკ მენიო (მილანი)

მცველები: ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), კიმ მინ ჯე (ნაპოლი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), თეო ერნანდესი (მილანი)

ნახევარმცველები: ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი), ნიკოლო ბარელა (ინტერი)

თავდამსხმელები: რაფაელ ლეაო (მილანი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას გოლი წლის გოლია: ქართველი იტალიაში ერთხელაც გამოარჩიეს და სეზონის სიმბოლურშიც შეიყვანეს

საქართველოში სეზონი შეაჯამეს და ჯილდოები ჩამოარიგეს: ვინ არიან საუკეთესოები