in

მშვენიერი საღამო: აიაქსმა დიდი ანგარიშით მოიგო, მიქაუტაძემ შეცვლაზე ითამაშა და გატანაც შეეძლო

ნიდერლანდების ჩემპიონატში „აიაქსმა“ აუტსაიდერ „ვიტესს“ უმასპინძლა და ხასიათი გამოიკეთა – 5:0. ამსტერდამელებს პირდაპირ უწერიათ, მშვენიერი საღამო, „აიაქსის“ შოუ… ამ წარმატებაში გიორგი მიქაუტაძის წვლილიცაა, ოღონდ დიდი არა. როდესაც ქართველი მოედანზე შევიდა, ანგარიში უკვე 5:0 იყო.

ჩვენიანი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა და თამაშის გამწვავებას და გატანას ცდილობდა, ორჯერ კარშიც დაარტყა, მაგრამ ერთხელ მცველი გადაეფარა, მეორედ კი, წამატებულ დროში მეკარემ დაბალ კუთეში დარტმული კუთხურზე მოიგერია.

მიქაუტაძის შეფასება 6.4-ია.

საინტერესოა, რომ ავადმყოფობის გამო არ იყო ბრაიან ბრობი, მის ადგილზე კი ჯონ ვან’ტ სხიპმა ჩუბა აკპომი ათამაშა და არა მიქაუტაძე.

13 ტურის შემდეგ „აიაქსმა“ 15 ქულა დააგროვა (ზედიზედ სამი თამაში მოიგო) და მე-8 ადგილზე აინაცვლა, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიამ გაიტანა და კარგი შეფასებებიც მიიღო: ნაპოლის ახალმა მწვრთნელმა პირველი მოიგო

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავეა: 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს