in

კვარაცხელია პლეი-ოფების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია: მამარდაც ათეულშია

დასრულდა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი და 24-დან 21 მონაწილე ცნობილია. დარჩა სამი ვაკანტური ადგილი და ევროსაგზურებისთვის რამდენიმე გუნდი დამატებით პლეი-ოფებს ითამაშებს. ამ გუნდების ფეხბურთელებს თვალი კიდევ ერთხელ გადაავლო Transfermarkt-მა და ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები გამოავლინა.

სიის სათავეში მოექცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი – რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია. ათეულში ასევე მოხვდა გიორგი მამარდაშვილი. „ვალენსიის“ მეკარე თვით რობერტ ლევანდოვსკის ტოლია. ყველაზე მეტი წარმომადგენელი კი უკრაინას მოუგროვდა.

ევრო 2024-ის პლეი ოფის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები:

  1. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, „ნაპოლი“) – 85 მლნ ევრო
  2. ბრენან ჯონსონი (უელსი, „ტოტენჰემი“) – 48 მლნ ევრო
  3. მიხაილო მუდრიკი (უკრაინა, „ჩელსი“) – 45 მლნ ევრო
  4. ოლექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა, „არსენალი“) – 42 მლნ ევრო
  5. პიოტრ ზიელინსკი (პოლონეთი, „ნაპოლი“) – 35 მლნ ევრო
    6-7. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, „ვალენსია“) – 30 მლნ ევრო
    6-7. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, „ბარსელონა“) – 30 მლნ ევრო
    8-9. იაკუბ კივორი (პოლონეთი, „არსენალი“) – 25 მლნ ევრო
    8-9. ვიტალი მიკოლენკო (უკრაინა, „ევერტონი“) – 25 მლნ ევრო
    10-11. ანატოლი ტრუბინი (უკრაინა, „ბენფიკა“) – 22 მლნ ევრო
    10-11. ვიქტორ ციგანკოვი (უკრაინა, „ჟირონა“) – 22 მლნ ევრო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: კვირკველია რონალდოს წინააღმდეგ – როგორ ითამაშა საბამ

რონალდო ისტორიაში პირველი დივიზიონების საუკეთესო ბომბარდირია