რობერტ ლევანდოვსკიმ ბოლოს და ბოლოს მიიღო პიჩიჩის პრიზი, რომელიც ყოველწლიურად ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა გაზეთ „მარკასგან“.
პოლონელმა 23 გოლი გაიტანა გასულ სეზონში და ახლა მიიღო დამსახურებული ტროფეი. რობერტი ღონისძიებაზე ცოლთან, ანასთან ერთად მივიდა.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა სამორას ჯილდო მიიღო. ამ პრიზს იმ მეკარეს გადასცემენ, რომელსაც საშუალოდ მატჩში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული. გერმანელმა წინა სეზონში 26 თამაშში შეინახა კარი მშრალად.
გარდა ამისა, ტერ შტეგენმა დაისაკუთრა სეზონის MVP-ის ჯილდო – ალბათ, ყველაზე ღირებული ინდივიდუალური პრემია ამ ღონისძიებაზე.
არ დაივიწყეს „ბარსას“ ახალი თაობაც. პედრის მისცეს „მაყურებელთა სიმპათიის პრიზი“. ამას იმ ფეხბურთელს აძლევენ ხოლმე, რომელმაც ფანებს თავი შეაყვარა.
ისე, წინა სეზონის ჯილდოების ახლა დარიგება, ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის?..
GIPHY App Key not set. Please check settings