„საბურთალო“ ბუქარესტშია და „სტიაუასთან“ კონფერენს ლიგის განმეორებითი შეხვედრისთვის სწორედ რუმინეთის დედაქალაქში მოემზადება.
მოგეხსენებათ, პირველ შევხედრაში ჩვენებმა მეტოქე ლევან ნონიკაშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს.
„საბურთალოს“ ოფიციალურმა საიტმა ინფორმაცია გაავრცელა:
„რა შეიძლება ითქვას პირველ შთაბეჭდილებებზე? თვალშისაცემია აქაური კლიმატი – რუმინეთის დედაქალაქში ძალიან ცხელა და სუნთქვა ჭირს, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, 28 ივლისს შესაძლოა იწვიმოს და ამ ფაქტორმა ერთგვარი შვება მისცეს ფეხბურთელებს.
ცენტრალური სტადიონი ვახსენეთ, რომელიც ოფიციალურად 55.600 გულშემატკივარს იტევს. დიახ, მასპინძლებმა გვითხრეს, რომ 28 ივლისს სტადიონზე ანშლაგს ელოდებიან და სავსე ტრიბუნების მოლოდინში არიან. ამ დროისთვის უკვე 22.000 ბილეთია გაყიდული. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი ინფორმაციით მატჩს ემიგრანტი ქართველებიც დაესწრებიან, რომელთა რიცხვი 100-მდე იქნება.
მეტოქის ბანაკში მთავარი ამბავი ისაა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ანტონ პეტრეამ, რომელმაც თბილისში გამართულ მატჩს უთავკაცა გუნდს. როგორც გაირკვა, ამიერიდან მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ნიკოლაე დიკა შეასრულებს, რომელიც FCSB-ში უცხო ადამიანი არაა, რადგან წლების წინ სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა, შემდეგ კი სამწვრთნელო შტაბში იყო, 2017-18 წლებში.
რაც შეეხება რუმინეთიდან პირდაპირ ტრანსილაციას – მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია და ხვალ ზუსტად ეცოდინება კლუბს თუ სად შეეძლება გულშემატკივარს ამ მატჩის ყურება.
“საბურთალომ” წუხელ აღდგენითი ვარჯიში გამართა, ხოლო დღეს ცენტრალურ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს 21:00 საათზე ჩაატარებს, მანამდე კი მთავარი მწვრთნელის ლაშა ნოზაძის პრესკონფერენცია იგეგმება.
მატჩს ბელგიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრია ჯონათან ლარდოტი.
კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრა „სტიაუასა“ და “საბურთალოს” შორის 28 ივლისს, 21:30 საათზე დაიწყება.
„საბურთალოს“ განცხადებაშიც წერია, რომ მეტოქე გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს – ნიკოლაე დიკა.
თბილისში „საბურთალოსთან“ და მერე ჩემპიონატში „რაპიდთან“ წაგების შემდეგ ანტონ პეტრეა პოსტიდან გადადგა და კლუბის პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ სწორედ ძველი ნაცნობი ნიკოლაე დიკა მიიყვანა. პრეზიდენტის თქმით, დიკა საუკეთესო ვარიანტია, რადგან გუნდში უკვე მუშაობდა და „სტიაუაში“ არსებულ ვითარებას კარგად იცნობს.
თავის დროზე (2017/18 წწ) დიკას ხელმძღვანელობით „სტიაუამ“ ევროპა ლიგის ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა, სადაც რომის „ლაციოსთან“ დამარცხდა.
შემდეგ პრეზიდენტსა და დიკას შორის კონფქლიქტი მოხდა და ისე დაშორდნენ. ბეკალის აქამდეც უცდია დიკას დაბრუნება, რომელიც ნაკრებში მუშაობას ამჯობინებდა. ახლა კი თანხმობა თქვა და „საბურთალოსთან“ გუნდს სწორედ ის მოამზადებს.
GIPHY App Key not set. Please check settings