საქართველოს ნაკრებს ცოტა დააკლდა ჯგუფიდან ევროზე უკვე გასულ შოტლანდიის კიდევ ერთხელ დასამარცხებლად. სტუმრებმა მსაჯის მიერ წამატებულ დროში გაგვიტანეს. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა შოტლანდის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა, რომელმაც ჩვენი გუნდი შეაქო.
„საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ჩვენ ხასიათი გამოვავლინეთ. კმაყოფილი არ ვარ, რადგან ვერ მოვიგეთ.
ვიცოდი, რომ არბიტრი ბევრ დროს დაამატებდა და იმედი მქონდა, რომ გოლის გატანას მოვახერხებდით. მიხარია, რომ ეს შევძელით.
ხომ არ ვცდილობდით, რომ არ წაგვეგო? ვიმეორებ, საქართველო ძლიერი გუნდია და კარგად ითამაშა. მაგრამ რომ ვერ მოვიგეთ, ამით კმაყოფილი ვერ ვიქნები. მეტოქისგან ბევრი პროვოკაცია იყო? ამისთვის ყველა თამაშში მზად უნდა ვიყოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. როდესაც გუნდი იგებს, ყველაფერს აკეთებს ანგარიშს შესანარჩუნებლად. ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.
საქართველო არა მხოლოდ მეოთხე კალათის საუკეთესო გუნდია, არამედ, მესამე კალათაშიც ერთ-ერთი გამორჩეული იქნება, ხვიჩა კვარაცხელია სადაც თამაშობს, ის გუნდი რთული მეტოქეა და ვფიქრობ, პლეი ოფში წარმატებას მიაღწევს“.
GIPHY App Key not set. Please check settings