in

ჩემი შეცდომების ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებ: რაში ხედავს ვილი სანიოლი მთავარ პრობლემას

Georgia Scotland Euro 2024 Soccer

საქართველოს ნაკრებმა დასანანად ვერ მოუგო შოტლანდიას, ბოლო წუთებზე გაუშვა გოლი და სქოთებთან საშინაო მოგეგების შეწყვიტა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შოტლანდიასთან გამართული მატჩი შეაფასა.

შეიძლებოდა, მაგრამ აღარ გამოვიდა: საქართველომ შოტლანდიას ქულა გაატანა

გამარჯვებას ვიმსახურებდით: საქართველო კმაყოფილი არ არის – კომენტარები

„პირველი 60 წუთი კმაყოფილი ვიყავი გუნდის თამაშით როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ. ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, რომლებიც კლუბებში მოედანზე 10-15 წუთს ატარებენ. ალბათ, ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რომლის გამოც ბოლოს კარგად ვერ ვითამაშეთ.

საწყენია, როცა გოლს ბოლო წუთებზე უშვებ, მაგრამ ეს არ იყო დაუმსახურებელი შედეგი. შოტლანდია ძლიერი გუნდია და მომენტებით კარგად ისარგებლა. მიმაჩნია, რომ ეს მატჩი მარტის პლეი ოფისთვის კარგი მოსამზადებელი შეხვედრა იყო.

რაც შეეხება ჩემს შეცდომებს, ამის ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებ. არ დაგვავიწყდეს, რომ წამყვანი მოთამაშეები, კიტეიშვილი და ხოჭოლავა ტრავმების გამო დაგვაკლდნენ. მათ მარტის მატჩებში გამოვიყენებთ და დარწმუნებული ვარ, თამაშის ხარისხიც გაუმჯობესდება.

სასიამოვნოა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ფორმა აღიდგინა და ისევ ნაკრების წამყვანი მოთამაშე გახდა. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის ინსტიქტებით მოთამაშე ფეხბურთელია და ვერ აუხსნი, როდის რა გააკეთოს. მაგრამ მთავარი პრობლემა გუნდებში ჩვენი ფეხბურთელების უთამაშებლობაა. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ შეცვლებს ზოგჯერ არა ტაქტიკის, არამედ მათი გადაღლილობის გამო ვახორციელებ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველო მესამე კალათაშიც კარგი იქნება და პლეი-ოფში წარმატებას მიაღწევს

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს ვალიადოლიდში ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო მესამე კალათაშიც კარგი იქნება და პლეი-ოფში წარმატებას მიაღწევს

კიდევ ორი მიემატა: ევრო 2024-ის 11 მონაწილე ცნობილია