in

გამარჯვებას ვიმსახურებდით: საქართველო კმაყოფილი არ არის – კომენტარები

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევის ბოლო საშინაო და ტურნირის ბოლოსწინა მატჩი ჯგუფიდან უკვე გასულ შოტლანდიასთან ითამაშა და გამარჯვება ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან – 2:2.

შეიძლებოდა, მაგრამ აღარ გამოვიდა: საქართველომ შოტლანდიას ქულა გაატანა

მატჩის შემდეგ ჩვენებმა თამაში შეაფასეს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
„გამარჯვებას ვიმსახურებდით. ყოველთვის დასანანია კომპენსირებულ წუთებზე გოლის გაშვება. ვფიქრობ, ბევრი დადებითი მომენტი იყო ჩვენს თამაშში. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის შედეგი, რასაც ველოდით. მაგრამ, ჩვენ ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ მარტში ძლიერები ვიყოთ. შესაძლოა, ახლა გულდაყწვეტილები ვართ, მაგრამ რამდენიმდე დღეში ან კვირაში, როდესაც კიდევ ერთხელ ვნახავთ და გავაანალიზებთ ამ მატჩს, ბევრ დადებით მომენტს აღმოვაჩენთ, რაც თავდაჯერებას შეგვმატებს“.

ხვიჩა კვარაცხელია:
„შედეგით კმაყოფილები არ ვართ. დასანანი ფრე იყო, რადგან ახლოს ვიყავით მოგებასთან. ჩემი აზრით, უფრო მეტს ვიმსახურებდით.
მნიშვენლოვანი თამაში გველის ესპანეთთან. გვახსოვს ის მარცხი, რომელიც წინა შეხვედრაში განვიცადეთ. გვსურს, ჩავიდეთ, დავიცვათ ჩვენი ნაკრების ღირსება და დავატმკიცოთ, რომ უბრალოდ არ გაგვიმართა და ჩვენი დღე არ იყო“.

გიოგი ქოჩორაშვილი:
„თითოქეული ჩვენგანი ცდილობდა, რომ მაქსიმუმი ჩაედო ამ თამაშში, რაც გამოგვივიდა. მატჩი 2:2 დასრულდა, თუმცა შეგვეძლო მოგება და გულშემატკივრის გახარება. ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატო, როგორც მე, ისე მთლიანად ნაკრებმა”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეიძლებოდა, მაგრამ აღარ გამოვიდა: საქართველომ შოტლანდიას ქულა გაატანა

საქართველო მესამე კალათაშიც კარგი იქნება და პლეი-ოფში წარმატებას მიაღწევს