„სიტიმ“ ინგლისურ ფეხბურთში სარეკორდო შემოსავალზე ანგარიში ჩააბარა.
2022/23 წლების სეზონის შემოსავალმა 712.8 ნლნ ფუნტი შეადგინა, რაც 99.8 მლნ-ით მეტია წინა 12 თვეზე.
წინა რეკორდი „მანჩესტერს“ ეკუთვნოდა – 648.4 მლნ ფუნტი და ესეც გასულ სეზონში დაფიქსირდა.
„სიტიმ“ 299.4 მლნ ფუნტი ტრანსლაციებიდან იშოვა, კომერციულმა შემოსავალმა 341.4 მლნ შეადგინა, მატჩების ჩატარების დღეებში შემოსავალი 71,9 მლნ-ია.
მოგებამ შეადგინა – 80.4 მლნ, რაც თითქმის ორჯერ აღემატება კლუბისთვის სარეკორდო წინა წლის მაჩვენებელს – 41.7 მლნ.
გარდა ამისა, ჯამაგირმა ინგლისურ ფეხბურთში რეკორდი შეადგინა. 422.9 მლნ ფუნტი ძირითად ტრებლის და ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერებმა განაპირობა. ერთი წლით ადრე სახელფასო ფონდი 69 მლნ-ით ნაკლები იყო, თუმცა თანამშრომლების რაოდენობა 56-ით მეტი იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings