in

ახალი ძველი: ნაპოლიში ისევ მაცარი მივიდა – ვინ არის ხვიჩას ახალი მწვრთნელი

20101021 - CALCIO | NAPOLI - NAPOLI VS LIVERPOOL - PHOTO ©FELICE DE MARTINO

ვალტერ მაცარი „ნაპოლის“ მწვრთნელი გახდა. 62 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი გააფორმა, ეგრევე კასტელ ვოლტურნოში გაემგზავრა და პირველი ვარჯიში ჩაატარა. მან უკვე შეარჩია ასისტენტები – ჯუზეპე სანტორო, რომელსაც „ინტერში“ უმუშავია, და ჯანლუკა გრავა, რომელიც „ნაპოლის“ აკადემიასაც უხელმძღვანელებს.

მაცარის ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე ანუ სეზონის ბოლომდეა.
კლუბი იტოვებს უფლებას განიხილოს კონტრაქტის გახანგრძლივება. ცხადია, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება შედეგებზე.

მაცარის ხელფასი მილიონ ევრომდეა.

„ნაპოლი“ მაცარის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს „ატალანტასთან“ გამართავს, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ეს მაცარის მესამე დაბრუნებაა „ნაპოლიში“. პირველად 1998 წელს დაინიშნა, 2009 წელს დე ლაურენტისმა კლუბის ყიდვის შემდეგ გუნდი სწორედ მას ანდო. 2012 წელს მაცარიმ “ნაპოლისთან” ერთად იტალიის თასი მოიგო.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ვალტერ“, – ეს არის მოკლე პოსტი, რომელიც აურელიო დე ლაურენტისმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია ვირტუსს ევროლიგაზე მილანის დამარცხებაში დაეხმარა

გოგას სარეკორდო 14: ორლანდომ ბოლო მეოთხედში წააგო – სანდრო ისევ არ ათამაშეს