in

დე ლაურენტისმა ფერარი არაშესაფერის მძღოლს ჩააბარა… იტალიური მედიის მიმოხილვა

რუდის გარსიას გათავისუფლებას ოფიციალური განცხადება აკლია. სულ რაღაც 5 თვე გახდა საკმარისი იმისთვის, რომ “ნაპოლიში” ყველაფერი თავდაყირა დამდგარიყო.

იტალიური მედია ხაზს უსვამს აურელიო დე ლაურენტისის შეცდომას მთავარი მწვრთნელის შერჩევისას. “მან თავისი “ფერარი” არაშესაფერის მძღოლს ჩააბარა”, – ვკითხულობთ ერთ-ერთ წერილში.

“ემპოლისთან” საშინაო მარცხი ბოლო წვეთი აღმოჩნდა დე ლაურენტისის მოთმინების ფიალაში, რომელიც ცოტა ხნის წინ თითქოს ავსებული იყო, მაგრამ გარსია ერთხელ უკვე გადარჩა.

თუმცა “სტადიო მარადონას” რეაქცია და დამოკიდებულება ფრანგი სპეციალისტის მიმართ უკვე ისეთია, ცვლილებები ვეღარ დააყოვნებს. თან ამისთვის შესაფერისი დროა დამდგარი – დაიწყო სანაკრებო პაუზა…

როგორც “გაძეტა”, უკვე დაიწყო მოლაპარაკებები იგორ ტუდორთან. “იუვენტუსის” ყოფილ მცველს ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე შესთავაზეს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით, თუმცა ტუდორი პირდაპირ 2025 წლამდე ითხოვს კონტრაქტს.

სამართლიანობა მოითხოს, ითქვას, რომ გასულ ზაფხულს დე ლაურენტის მდგომარეობა არ იყო მარტივი. კლუბი თითქმის ერთდროულად დატოვეს ლუჩანო სპალეტიმ და სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ (რომელიც დღეს “იუვენტუსში” მუშაობს ანალოგიურ პოსტზე), რომლის სწორმა სატრანსფერო პოლიტიკამ ჩაუყარა საფუძველი 30-წლიანი ლოდინის შემდეგ ნეაპოლში დიდი სიხარულის დაბრუნებას.

დიახ, დე ლაურენტისი ცაიტნოტურ სიტუაციაში აღმოჩნდა და მწვრთნელის შერჩევისას შეცდომა დაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კანდიდატურებიც ჰყავდა.

გულშემატკივრებისა და მედიის ეჭვები გამართლდა: “ყველამ წააგო ორი ადამიანის – პრეზიდენტ დე ლაურენტისისა და მწვრთნელს რუდი გარსიას შეცდომების გამო”, – ამბობს “გაძეტას” ჟურნალისტი სებასტიანო ვერნაცა და იქვე აგრძელებს:

“დე ლაურენტისს სიურპრიზები უყვარს. ის უსმენს სხვას და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ, სწორედ ის არის პასუხისმგებელი. ბოლო 20 წლის განმავლობაში, მას ხშირად აურჩევია კარგი მწვრთნელები, მაგრამ გარსია ერთ-ერთია, ვინც ვერ გაამართლა. ეს არჩევანი იყო დაბნეულობის შედეგი, რომელიც გამოიწვია ლუჩიანო სპალეტისა და კრისტიანო ჯუნტოლის წასვლამ.

“პირველი შეცდომა ის იყო, რომ “ნაპოლის” სჭირდებოდა თანდათანობითი და არა მკვეთრი ცვლილებები. ბევრი მაგალითია. თუნდაც მასიმილიანო ალეგრის დიდად არ შეუცვლია “იუვენტუსი”, როდესაც 2014 წელს გუნდი ანტონიო კონტესგან გადაიბარა.

არ ვამბობ, რომ მან საერთოდ არაფერი შეცვალა, მაგრამ შეცვალა ნელ-ნელა შეცვალა და არა – პირველივე სეზონში. ან გნებავთ სიმონე ინძაგი ავიღოთ – “ინტერში” იმავე კონტეს შეცვლის შემდეგ მანაც ევოლუციური ცვლილებების გზარ აირჩია”, – წერს ვერნაცა და საინტერესო შედარებას აკეთებს:

“გარსია კასტელ ვოლტურნოს (სადაც განთავსებულია “ნაპოლის” საწვრთნელი ცენტრი) ციხესიმაგრეში პირდაირ გაზონის საკრეჭი მანქანით შეიჭრა. მან დაასუსტა ლობოტკა, რამაც “მოკლე ჩართვა” გამოიწვია. გუნდმა დაკარგა საყრდენი და კვარაცხელია, რომელიც გუნდიდან ამოვარდნილი ჩანს”.

გარსიას გათავისუფლება გარდაუვალ აუცილებლობად მიაჩნია “კორიერე დელო სპორტსაც”, სადაც ვკითხულობთ: “გარსიას უფლებამოსილება რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. მწვრთნელის წარუმატებლობას ციფრებიც ადასტურებს, ხოლო “სტადიო მარადონას” ტრიბუნებიდან წამოსულმა დაცინვამ დაადასტურა, რომ თავგადასავალი დასრულებულია”, – წერს ჟურნალისტი პასკუალე სალვიონე.

“მან თავისი “ფერარი” არაშესაფერის მძღოლს ჩააბარა. გარსია დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელია, ელეგანტური, დახვეწილი მანერებითა და საკუთარი თავის წარმოჩენით, მაგრამ აშკარად არ შეეფერება ამ ახალ რეალობას.

“ემპოლისთან” მატჩის ძირითად შემადგენლობაში კვარაცხელიას არშეყვანა უკანასკნელი “ბრწყინვალე” იდეა იყო. გარსიამ გულშემატკივრებისგან ზეწოლის ქვეშ იყო და პლუს ამას, დე ლაურენტისის მუდმივმა ყოფნამ “ნაპოლის” ვარჯიშებზე მან ალოგიკური არჩევანით უპასუხა.

არ დააყენა სასტარტო შემადგენლობაში არამარტო გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი (კვარაცხელია), არამედ, უნიჭიერესი ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკიც და ნატანიც კი, რომელიც ბოლო პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო დაცვაში”, – ესეც “კორიერეს” წერილიდანაა.

“ნაპოლი” ვარჯიშს დაგეგმილზე ერთი დღით ადრე სამშაბათს, 14 ნოემბერს განაახლებს, მაგრამ რუდი გარსია აღარ იქნება ამ პროცესის ხელმძღვანელი…

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უნდა დამანახონ, რომ იმსახურებენ ნაკრებში თამაშს: ვილი სანიოლი ცვლილებებს არა, გაუმჯობესებას აპირებს

დე ლაურენტისი ტუდორს შეხვდა: ხორვატი ნაპოლის უახლოვდება – მაცარი მეორე შანსს ითხოვს