„ნაპოლიმ“ შინ „ემპოლისთან“ წააგო (0:1) და ეს წაგება ძვირად დაუჯდა მთავარ მწვრთნელს: რუდი გარსია გაათავისუფლეს.
ეს ამბავი La Gazzetta dello Sport-მა აუწყა და თქვა, რომ სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხება და თან ზედიზედ მესამე წაგება მარადონას სტადიონზე, რუდი გარსიას გათავისუფლების ნიშნავს.
იგივე დაწერა „ეკიპმა“.
„ემპოლისთან“ საშინაო მარცხი რუდი გარსიასთვის საბედისწერო გამოდგა და ამ გუნდში მისი მუშაობა დასრულდა. კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მისი გადაყენება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უნდოა, მაგრამ მაშინ გადაიფიქრა, აღნიშნავს ფრანგული გამოცემა.
თავად „ნაპოლის“ პრეზიდენტმა კი „ემპოლისთან“ გაშვებული გოლის შემდეგ აღშფოთება აღარ დამალა და ტრიბუნა დატოვა. ის ისე წავიდა, რომ გარსიასთან და ფეხბურთელებთან შეხვედრა არ ისურვა.
ახლა სანაკრებო პაუზაა და გუნდს დრო ექნება აზრზე მოსასვლელად. „არეა ნაპოლი“ წერს, რომ კლუბმა პრესასთან ურთიერთობის დაპაუზება გადაწყვიტა.
ვინ შეცვლის გარსიას?
„ნაპოლის“ ახალი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატს უკვე ასახელებენ.
შესაძლოა, ანტონიო კონტე კვლავ აქტიური გახდეს, მით უმეტეს „ტოტენჰემის“ ყოფილმა მწვრთნელმა თქვა, რომ მუშაობის განახლება უნდა. ასევე განიხილება იგორ ტუდორის, ვალტერ მაცარისა და ფაბიო კანავაროს კანდიდატურები.
ცნობილი ჟურნალისტი და ექსპერტი ჯან-ლუკა დი მარციო კი ამბობს, რომ გარსიას ან მაცარი შევლსი ან ტუდორი.
აღსანიოშნავია,მ რომ მაცარი უკვე მუშაობდა ნეაპოლში: 1998-1999 და 2009-2013 წლებში.
GIPHY App Key not set. Please check settings