in

გიორგის ცუდი თამაში: რეალმა ვალენსია გაანადგურა – ვინ გაუტანა მამარდას

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მე-13 ტურში „ვალენსია“ მიიღო და უპრობლემოდ მოუგო – 5:1. გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და შეფასებებიც დაბალი მიიღო – Flashscore.com – 4.9; Whoscored.com – 4.4; Sofascore.com – 5.3.

ჩვენს მეკარეს შეცდომები ჰქონდა: გაუშვა ახლო კუთხეში, შეცდომა ბურთის შეყვანის დროს და ა.შ. ხოლო, როდესაც ერთი-ორჯერ ბურთი მოიგერია, თამაშგარე დაფიქსირდა და არ ჩაეთვალა.
თუმცა ისიც სათქმელია, რომ „რეალის“ ფეხბურთელები თავისუფლად დანავარდობდნენ მოედანზე და სტუმრები დიდად ხელს არ (ვერ) უშლიდნენ.

23-ე წუთზე თამაში შეწყდა, რადგან მამარდაშვილი მოედანზე დაჯდა და საზარდულის ტკივილის გამო წამოდგომას ვერ ახერხებდა. ექიმების ჩარევის შემდეგ გიორგიმ თამაში გააგრძელა.

მე-3 წუთზე დანი კარვახალმა მამარდაშვილს ახლო კუთხეში გაუტანა. 42-ე წუთზე ვინისიუსმა გიორგის კარი მკერდით აიღო.

მეორე ტაიმის დასაწყისში მადრიდელებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. 49-ე წუთზე ვინისიუსმა მამარდაშვილს ახლო კუთხეში გაუტანა. ერთ წუთში კი ქართველმა მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვა, მისი პასი როდრიგომ ჩაჭრა და ახლოდან ზუსტად დაარტყა.

84-ე წუთზე როდრიგომ დუბლი შეასრულა. საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე „ვალენსიის“ თავდამსხმელმა, უგო დურომ დააფიქსირა.

„ვალენსია“ 18 ქულით მე-8 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შავმა ლომმა პორტუგალიელებს შავი დღე აყარა: 22:0

ზურიკომ როგორც იქნა მოიგო, ჩაკვემაც – ლეგიონერები