ცნობილი გახდა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის დეტალები.
გამარჯვებულმა ლეო მესიმ 462 ქულა მოაგროვა და 105-ით გაუსწრო ერლინგ ჰოლანდს – 357 ქულა.
საინტერესოა, რომ საუკეთესო ხუთეულში მესი 6 ქეყნის ჟურნალისტებმა არ შეიყვანეს. ესენია კამერუნია, კაბო-ვერდე, გვინეა, იორდანია, სალვადორი და შვეიცარია.
ჰოლანდი ტოპ 5-ში არ ჩართეს არგენტინამ, კამერუნმა, კოტ დივუარმა და საქართველომ.
სულ 92 ქვეყნის წარმომადგენლებმა მისცეს ხმა. ამრიგად, ჰოლანდმა ტოპ 5-ში მოხვედრით გაუსწრო მესის. ნორვეგიელი ხუთეულში 88 ქვეყნის ჟურნალისტებმა დაასახელეს, ხოლო არგენტინელი 86.
კილიან მბაპე, რომელიც მესამეზე გავიდა, ხუთეულში 84 ჟურნალისტმა შეიყვანა. ფრანგმა ჯამში 270 ხმა მიიღო.