ბრაზილიურმა „ფლუმინენსემ“ ლიბერტადორესის თასის ფინალში არგენტინული „ბოკა ხუნიორსი“ დაამარცხა – 2:1.
ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. გამარჯვების გოლი 99-ე წუთზე ჯონ კენედიმ ბატისტამ გაიტანა.
„ფლუმინენსემ“ ისტორიაში პირველად მოიგო ლიბერტადორესის თასი.
ერთხელ არის გასული ფინალში, როდესაც 2008 წელს ეკვადორის „კიტოსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.
„ბოკა ხუნიორსი“ მეთორმეტედ იყო ფინალში, რაც ტურნირის რეკორდია. რომ მოეგო, მეშვიდე თასს აიღებდა და გაუთანაბრდებოდა თანამემამულე რეკორდსმენ „ინდეპენდიენტეს“.
ბრაზილიური კლუბები ზედიზედ მე-5 წელიწადია იგებენ ამ თასს. ორ-ორჯერ მიაღწიეს წარმატებას „ფლამენგომ“ და პალმეირასმა“. საერთო ტროფეების მიხედვით კი არგენინული კლუბები 25:23 უგებენ ბრაზილიელებს.
ლიბერტადორესის თასი
ფინალი. მარაკანა
ბოკა ხუნიორსი, არგენტინა – ფლუმინენსე, ბრაზილია 1:2 (0:1, 1:0, 0:1)
0:1 – 36 კანო, 1:1 – 72 ადვინკულა, 1:2 – 99 ჯონ კენედი
გაძევება:
ჯონ კენედი (101), ფაბრა (105, ბოკა).
„ფლუმინენსეს“ რიგებში თამაშობს „რეალის“ ყოფილი მცველი მარსელო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 5-გზის გამარჯვებულია. ის გახდა მე-14 ფეხბურთელი ისტორიაში, ვისაც ლიბერტადორესის თასიც აქვს მოგებული და ჩემპიონთა ლიგა.
GIPHY App Key not set. Please check settings