გიორგი მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა: ტურის გუნდი ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა შეადგინა.
„ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბილბაოს „ატლეტიკთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრის მთავარი გმირი იყო“, – ასე შეაფასეს ქართველი მეკარის თამაში.
ჩემპიონატის მე-11 ტურში „ვალენსიამ“ ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრა 2:2 დაასრულა, მაგრამ წააგებდა, რომ არა ჩვენიანის შესანიშნავი თამაში –მამარდაშვილმახუთი რთული დარტყმა მოიგერია.
მე-60 წუთზე დანი გარსიას დარტყმული ბურთის მოგერიება ტურის TOP 5 სეივს შორის მოხვდა.
22 წლის გოლკიპერი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ახალ კი ტურის სიმბოლურში მოხვედრაც დაიმსახურა.
დღეს, 2 ნოემბერს „ვალენსია“ თასზე გასვლაზე ქვედა ლიგელ „ლოგრონესს“ შეხვდება და დიდი ალბათობით, მამარდაშვილი არ ითამაშებს (პირველად სეზონში).
5 ნოემბერს კი „ვალენსია“ ჩემპიონატის შეხვედრაში „გრანადას“ უმასპინძლებს და კარში ადგილს უსევ გიორგი დაიკავებს.
GIPHY App Key not set. Please check settings